ჩინეთს აშშ-ის არმიის ეშინია
10:51:59     19-05-2011
ჩინელი სამხედროები გამოტყდნენ, რომ ჩინეთის სახალხო არმია ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და აღნიშნეს, რომ პეკინს ვაშინგტონთან კონფრონტაცია არ სურს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის თავდაცვისუნარიანობა და სამხედრო სფეროს განვითარება უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ტემპებით მიმდინარეობს, ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დღემდე დიდი განსხვავებაა (შეიარაღებული ძალების განვითარების კუთხით). ჩინეთი არასოდეს მიიღებს აშშ-ის გამოწვევას“ - განაცხადა ჩინეთის გენერალური შტაბის მეთაურმა ჩენ ბინდემ, ვაშინგტონში გამოსვლისას.
გენშტაბის უფროსის სიტყვებით, ჩინეთს აშშ-სთან დააახლოება სურს და სამხედრო თანამშრომლობის საკითხით დაინტერესებულია. ჩინელი სამხედრო იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობა განვითარდება, რიგი საკითხების გააქტიურების შემდეგ.