არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება

  16:53:20     01-11-2017

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. 

არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცესკო-ს დღევანდელი სხდომის მიმდინარეობისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოაცხადა.

მეორე ტური 1 თვითმმართველ ქალაქში - ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში გაიმართება. აღნიშნულ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. 

ქუთაისის მერობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობენ. 

მარტვილში - მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია.

ბორჯომის მერობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძემ იბრძოლებენ.