"აგრესიული და არაადეკვატური თავდასხმა ადამიანზე, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანების ჩაგვრა არ არის კარგი, არასწორია"
14:40:35     01-11-2017
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფეხბურთელ გურამ კაშიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ადამიანზე აგრესიული თავდასხმა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მას სწორი პოზიცია აქვს, არასწორია.
"აგრესიული და არაადეკვატური თავდასხმა ადამიანზე, რომელსაც თავისი, მით უმეტეს სწორი პოზიცია გააჩია და ფიქრობს, რომ ადამიანების ჩაგვრა არ არის კარგი, არასწორია", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, გურამ კაშიას სოლიდარობა ქართველმა ფეხბურთელებმა და მათ შორის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც გამოუცხადა.
ლგბტ ადამიანებისადმი გურამ კაშიას მხარდაჭერას თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები.
გურამ კაშიას და ლგბტ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც. მისი განცხადებით, დაუშვებელია ადამიანების დისკრმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის გამო, არ შეიძლება მათი საზოგადოებიდან გამორჩევა და გარიყვა.
ვიცე-კაპიტანს მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტმაც გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა.
კაშიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კლუბი "ბასიანიც" გამოეხმაურა. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გურამ კაშიას შემთხვევა კარგი დასტურია, რომ ჰომოფობია მთელი საზოგადოების პრობლემაა.
გურამ კაშიას მხარდაჭერა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც გამოუცხადა.
შეგახსენებთ, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-8 ტურის მატჩი „ჰერაკლესსა“ და „ვიტესს“ შორის, სადაც გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა, 15 ოქტომბერს გაიმართა.