შავ ზღვაში თურქული გემი გაუჩინარდა

  13:37:08     01-11-2017

შავ ზღვაში თურქული გემი გაუჩინარდა.
თურქული მშრალტვირთმზიდი გემი Bilal Bal-ი რადარების მონაცემებიდან ქალაქი შილეს რეგიონის მახლობლად გაქრა.

აღნიშნავენ, რომ გემზე, რომელიც მარმარილოს ზღვის გავლით შავი ზღვის ერიგლის პორტისკენ მიიმართებოდა, ეკიპაჟის 10 წევრია. თურქეთის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი სამძებრო ოპერაციას ატარებს, რომელის დროსაც ცარიელი ნავები და სამაშველო ჟილეტები იპოვეს.