პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ნდობის ჯგუფს დააკომპლექტებს
12:43:56     01-11-2017
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ნდობის ჯგუფს დააკომპლექტებს.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ნდობის ჯგუფი კანონიდან გამომდინარე იქმნება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ ნდობის ჯგუფი ოთხი წევრით დაკომპლექტდეს.
„ნდობის ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთავაზობთ, ვიმუშაოთ და თუკი საჭიროება მოითხოვს, ნდობის ჯგუფი გავაფართოვოთ, ან შევამციროთ“, - განაცხადა სესიაშვილმა.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ნდობის ჯგუფი ამ დრომდე არ შექმნილა, რისი მიზეზიც ერთი სადაო კვოტაა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი" ვერ ინაწილებენ.
მათ დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა სჭირდებათ, რომელიც ოპონენტებს მოუწოდებს მხარი მის კანდიდატურას დაუჭირონ.
იქიდან გამომდინარე, რომ ნდობის ჯგუფის ერთ კვოტას სალომე სამადაშვილი და ირმა ინაშვილი ვერ იყოფენ, ნდობის ჯგუფი ხუთი წევრით ჩამოყალიბდება, რომელთა შორის იქნებიან - არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი აბესაძე.