სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრობა სურს
12:40:51     01-11-2017
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სალომე ზურაბიშვილი ნდობის ჯგუფში ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებს და პარლამენტს საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს.
საქმე ეხება კვოტას, რომელიც უმრავლესობასა და უმცირესობას გარეთ დარჩენილ დეპუტატებზეა გათვალისწინებული და მეხუთე უნდა იყოს ნდობის ჯგუფში.
ამ ადგილზე “პატრიოტების“ კანდიდატი ირმა ინაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" კი - სალომე სამადაშვილია წარდგენილი.
"მე რატომ უნდა დავუჭირო მხარი, როდესაც მიმაჩნია, რომ გამოცდილებით და ბევრი სხვა ნიშნით მე უფრო საჭირო ვიქნები ამ ნდობის ჯგუფში, ვიდრე ნებისმიერი წარდგენილი. შეიძლება გამოინახოს სხვა ფორმა და ცვლილება შევიდეს რეგლამენტში, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც ნდობია ჯგუფში არ არის დამოუკიდებელი დეპუტატი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნდობის ჯგუფში სულ ხუთი წევრი უნდა იყოს.
უკვე გარკვეულია, რომ ნდობის ჯგუფის წევრები იქნებიან: ირაკლი სესიაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია და ირაკლი აბესაძე.
ერთი კვოტა ჯერჯერობით თავისუფალია.