სანტში "რუსული პროპაგანდა სოციალური ქსელებით" თემაზე მოსმენა გაიმართა
11:49:32     01-11-2017
Facebook-ის, Google-ისა და Twitter-ის ადვოკატებმა სენატის ტერორიზმისა და დანაშაულის აღკვეთის კომიტეტში ინტერნეტში რეგისტრირებული ე.წ. ტროლების შესახებ ჩვენება მისცეს. ისინი ამტკიცებენ, რომ სოციალურ ქსელებში ათი ათასობით ყალბი ანგარიშია გახსნილი.
სენატში თემაზე „რუსული დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში“ მოსმენა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ინტერნეტ-გიგანტებმა კონგრესზე უნდა განმარტონ - რატომ არ ეწინააღმდეგებოდნენ მათი პლატფორმები დეზინფორმაციას. Facebook-ის ცნობით, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებული პოსტები, 126 მილიონამდე ამერიკელმა ნახა ან ქვეყნის მოსახლეობის 40%-მა. Google ამტკიცებს, რომ პრორუსული კონტენტი მის მფლობელობაში შემავალ ვიდეოჰოსტინგ YouTube-ის საშუალებით აღწევდა წარმატებას.
სოციალური ქსელების გიგანტი კომპანიების ადვოკატებს არაერთ კითხვაზე მოუწიათ პასუხის გაცემა. კითხვა, თუ რატომ ვერ შენიშნეს 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო პერიოდში მომრავლებული ყალბი ანგარიშები ან პროპაგანდისტული ჯგუფები, ან რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები, ადვოკატებმა უპასუხოდ დატოვეს.
რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ არსებული კანონები არ მუშაობს. მისი ინიციატივაა, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით, სოციალური ქსელებისთვის ახალი რეგულაციები შემუშავდეს.