"საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას"

  11:38:50     01-11-2017

საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო.

"უკიდურესად აღშფოთებული ვარ ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თანადგომას ვუცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს", - აღნიშნულია განცხადებაში.