ვინ არის მანჰეტენის ტერქტის ორგანიზატორი?

  10:27:40     01-11-2017

საიფულო საიპოვი ის ტერორისტია, რომელმაც 31 ოქტომბერს ნიუ-იორკში ტერაქტი მოაწყო.

ის წარმოშობით უზბეკეთიდანაა. ამის შესახებ მედია ინფორმაციას სპეცამსახურებში წყროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალურად ჯერ ცნობა დადასტურებული არ არის.

მან საგანგებოდ მიმართა თავისი სატვირთო მანქანა სასკოლო ავტობუსისკენ, რომელშიც ინვალიდი ბავშვები ისხდნენ. ავტობუსში ორი უფროსი და ორი ბავსვი დაშავდა. მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

29 წლის საიპოვი აშშ-ში 2010 წელს ჩავიდა. ბოლო დროს ის ცხოვრობდა ფლორიდის ქალაქ ტამპში. დაკავებისას მას აღმოაჩნდა ამ შტატის ავტომობილის მართვის მოწმობა.