"ერთადერთი გზაა, რომ მომიტაცონ, ჩამტენონ თვითმფრინავში და გამომაგდონ"
09:46:36     01-11-2017
"ერთადერთი გზაა, რომ მომიტაცონ, ჩამტენონ თვითმფრინავში და გამომაგდონ", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან მის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა "არჩევანში" განაცხადა, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ძალიან ჰგავს შევარდნაძის დროინდელ საქართველოს.
„პოროშენკოს რომ ჰქონდეს ჯადოსნური ჯოხი, აუცილებლად აიქნევდა და გამაქრობდა აქედან და იგორ კიო ან კოპერფილდი რომ იყოს. არ გამოდის, ასე არ ხდება. მე ვარ ფაქტორი უკრაინის და დავრჩები ფაქტორად“,- განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ის არ აპირებს რაიმე თანამდებობის დაკავებას და აქვს ერთადერთი სურვილი, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალოს.
მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში მისი ექსტრადირება მოხდება, ის არ აპირებს ციხეში მშვიდად ჯდომას და აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს.