ირაკლი სესიაშვილი: თუკი ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, ის ადეკვატურად დაისჯება

  18:16:57     31-10-2017

"მნიშვნელოვანია პაატა პავლიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ, მაქსიმალურად ეფექტურად და ყველა მხარეს მიეცეს ჩართვის საშუალება.
ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალსიტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, გამოძიების დასრულებამდე, ნაადრევია რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა შეკითხვებს უპასუხოს.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც ძალიან მნიშვნელოვანია და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

"მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი. ყველას გვაქვს ერთი სურვილი, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება. არ მინდა წინმსწრებად შევიქმნათ განწყობები, პოლიციელმა დააშავა თუ არ დააშავა. ადამიანი გარდაიცვალა და ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. თუკი ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, ის ადეკვატურად დაისჯება. თუკი სხვა ფაქტორებს ჰქონდა ადგილი, საზოგადოებამ ამაზეც ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს”, - თქვა ირაკლი სესიაშვილმა.