უკრაინაში შეტაკებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა
17:07:11     31-10-2017
უკრაინაში, დონეცკის ოლქში, შეტაკებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელი სამხედროების ჯგუფს ჩასაფრება მოუწყვეს და სწორედ ამ შეტაკებას ემსხვერპლა სარალიძე.
გიორგი სარალიძე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე იყო. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან ეხმარებოდა.