ბერძნულმა მედიამ დაკავებული ქართველების ფოტოები გამოაქვეყნა

  17:08:55     31-10-2017

ბერძნულმა მედიამ საქართველოს იმ 8 მოქალაქის ფოტო გამოაქვეყნა, რომლებსაც თენში 85 წლის ქალის დაყაჩაღება ბრალდებათ.

სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულები მიზანმიმართულად ხანში შესული ადამიანების საცხოვრებელ სახლებში შედიოდნენ.

"თავს წარადგენდნენ,  შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებად, რის შემდეგაც ძარცვავდნენ", - აცხადებენ ათენის პოლიციაში.

როგორც სააგენტო წერს, დაჯგუფებას საბერძნეთის მასშტაბით არაერთი ქურდობა აქვს ჩადენილი.

ამასთან, ბერძნული მედია უთითებს, რომ ათენის სასამართლოს გადაწყვეტილებით და 2010 წელს მიღებული კანონით, მათ ბოროტმოქმედების ფოტოების გავრცელების უფლება აქვთ.