დავით ბაქრაძე: "ქართულმა ოცნებამ" ორი კვირის წინ თავისი გაფუჭებულის გამოსწორება დაიწყო
14:50:06     31-10-2017
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ის ოთხი მიზეზი განმარტა, თუ რატომ ვერ ხედავს პარტია კომისიაში მუშაობის აზრს.
როგორც დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, თავისთავად წარმოდგენილი ოთხი ცვლილება ატარებს პოზიტიურ ხასიათს, მაგრამ ოთხივე მათგანი გახლავთ ორი კვირის წინ ”ქართული ოცნების” მიერ გაფუჭებულის გამოსწორება.
მისი თქმით, ბონუსი, ბლოკების აკრძალვა, რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა - ეს ყველაფერი ”ქართულმა ოცნებამ” გააჩინა ორი კვირის წინ მიღებულ კონსტიტუციაში.
"ის, რომ დღეს მმართველი გუნდი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ცდილობს გამოასწოროს, ვერანაირად გამოდგება კონსენსუსის საფუძვლად, ვინაიდან ყველაფერ ამას აკლია ორი მთავარი ელემენტი - უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებიდან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების შენარჩუნება. ამ ორი ელემენტის გარეშე ჩვენთვის ცვლილებები არ იქნება მისაღები"-განაცხადა უმცირესობის ლიდერმა.
მისივე განმარტებით, მესამე მიზეზია თავად უმრავლესობის დამოკიდებულება სახალხო განხილვის პროცესის მიმართ. გვახსოვს წინა საკონსტიტუციო პროცესი, როდესაც საკუთარი შიდა შეთანხმების შედეგად ისე შეიცვალა საზოგადოებასთან შეთანხმება, რომ არც კი უკითხავთ ხალხისთვის.
მეოთხე მიზეზი არის ის, რომ საქართველომ მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია და ეს სამწუხაროა. მან ვერ გაუძლო დროის გამოცდას.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ”ევროპული საქართველო” მზად არის კონსესუსისთვის იმუშაოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ამის საშუალებას საპარლამენტო უმრავლესობა მისცემს.
”თუ უმრავლესობისგან და ”ქართული ოცნებისგან” იქნება იმის სიგნალი, რომ ისინი მზად არიან კონსტიტუციის შინაარსობრივი განხილვისთვის, ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შინაარსობრივ განხილვაში და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ კონსესუსისთვის”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.