კიევთან ახლოს ჩეჩენი მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს

  11:26:10     31-10-2017

კიევთან ახლოს, ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეთა ბატალიონის ყოფილი მეთაური უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე ამინა ოკუევა მოკლეს.

უკრაინული მედიის ცნობით, გლევახას რკინიგზის სადგურთან, საავტომობილო გზაზე უცნობმა პირმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა. ავტომობილში მჯდომი ამინა ოკუევა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მასთან ერთად მყოფი, მისი მეუღლე ადამ ოსმაევი ფეხში დაიჭრა.რადას დეპუტატი ოგორ მოსიიჩუკი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ ოკუევას ტყვია თავში აქვს ნასროლი.

თავდასხმის ადგილზე უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი სერგეი კნიაზევი იმყოფება. თავდამსხმელების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეცოპერაცია.
შეგახსენებთ, რომ ამინა ოკუევას და ადამ ოსმაევს თავს 1 ივნისს დაესხნენ.

თავდამსხმელის მოგერიება ამინა ოკუევამ შეძლო, მან ქილერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თავდასხმის ორგანიზებაში რუსული სპეცსამსახურებს ადანაშაულებდენ, გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად შეკვეთილ მკვლელობას ასახელებს, რომელის შესრულებაც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ უკრაინაში ჩანერგილ პროფესიონალ მკვლელს ჰქონდა დავალებული.

ამინა ოკუევა ე.წ. ღირსების რევოლუციის მონაწილეა. ის დონბასში ბატალიონ „კიევი 2-ის“ შემადგენლობაში იბრძოდა, რის გამოც შს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა ის იარაღით დააჯილდოვა.