ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს
10:55:59     31-10-2017
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ოკუპირებული ახალგორის პერიმეტრზე, სოფელ ახმაჯის სიახლოვეს ორი ადამიანი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ახალგორის მილიციის შენობაში იმყოფებიან, თუმცა იგეგმება მათი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანა.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, დაკავებულები ახალგორის მცხოვრებლები არ არიან და უცნობია ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე რისთვის გადაადგილდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულები სოფელ ოკამის მცხოვრებლები არიან.