საქართველო საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლებს

  10:46:56     31-10-2017

31 ოქტომბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე, აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი ეწვევა. 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს. 

შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძე და აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან. 
აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი საქართველოში ვიზიტს 3 ნოემბერს დაასრულებს.