დონალდ ტრამპის პირველი ჰელოუინი თეთრ სახლში

  09:54:25     31-10-2017

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ მელანია ტრამპმა თეთრ სახლში ჰელოუინის წვეულებას უმასპინძლეს.

ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ბავშვები, სამხედროების ოჯახები და სხვადასხვა ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლები.

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ბავშვებს ტკბილეული დაურიგეს და მათთან ერთად ფოტოები გადაიღეს.

თავად თეთრი სახლი ობობის ქსელებით, გიგანტური ობობებითა და ღამურბით იყო მორთული, შესასვლელში კი, წითელი ხალიჩა ნარინჯისფრით შეცვალეს.
ეს დონალდ ტრამპისთვის პრეზიდენტის რანგში პირველი ჰელოუინია.სამხედრო პირებისა და სხადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლების შვილებს, ტრამპმა თეთრი სახლის ემბლემით ტკბილეული დაურიგა და უთხრა, რომ ისინი მეგობრებისთვისაც წაეღოთ.

თეთრი სახლის კარი ჰელოუინის დღესასწაულზე ყველა ასაკის მოჩვენებისა და გობლინისთვის ღია იყო.