გიგი წერეთელი: საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ და პარლამენტში მინისტრი ვერ მოგვიყვანია
13:25:50     30-10-2017
საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს.
საქმე ეხება ნუცუბიძის ფერდობზე პატრულის მიერ დაკავებისას მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს, რის გამოც ოპოზიციონერი დეპუტატები უწყების ხელმძღვანელისგან განმარტებებს ითხოვენ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ეჭვებს პაატა პავლიაშვილის სიკვდილის შემდეგ შსს-სა და პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებებიც იწვევს, სადაც საუბარია იმაზე, რომ სამხრე კამერების ჩანაწერები არ არსებობს.
"პრესა.ჯი" საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელს ესაუბრა:
-მომხდართან დაკავშირებით გაჩნდა შეკითხვები, რომ სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს, პროკურატურამ თქვა არ არისო, შსს ახლა ამბობს, რომ ნაწილი არის და პირველ რიგში, სწორედ ეს უწყებაა დაინტერესებული ობიექტური ჭეშმარიტების დადგენით. რასთან გვაქვს საქმე, რამდენად ლეგიტიმური კითხვის ნიშნებია და რატომ უნდა გასცეს ამ შეკითხვებს პასუხი თავად შს მინისტრმა?
-ვითარება, როდესაც ერთ დღეს ცხადდება, რომ ჩანაწერები არსებობს, შემდეგ ცხადდება რომ არ არსებობს, ამის შემდეგ ცხადდება, რომ ნაწილობრივ არსებობს, გაცილებით მეტ კითხვას აჩენს და მეტად ბუნდოვანს ხდის ვითარებას. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავად მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების ინტერესის საგანიც უნდა იყოს, რომ ამ ყველაფერს ნათელი მოეფინოს. ამის ერთერთი ინსტრუმენტია ის, რომ საკითხი პარლამენტში იყოს მოსმენილი. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ მთავარია, საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად რა მოხდა. წინასწარ არავის არ სურს, მაინცდამაინც პოლიცია იყოს დამნაშავე და ამის არც წინასწარი განწყობა არ არსებობს. ფაქტი არის მძიმე, მოხდა ტრაგედია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე.
-წინა შემთხვევების გათვალისწინებით, იმედი გაქვთ, რომ ამ საქმის გამოძიება იქნება სრულყოფილი?
-ძალიან სამწუხაროა, რომ გამოძიების მიმართ მაღალი ნდობა არ არსებობს. საზოგადოების განწყობაც ასეთია, რადგან ძალიან ბევრი შემთხვევა იყო დარღვევების, დანაშაულის და დროში გაწელვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეჭვები არსებობს და ამიტომ არის საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მეტი კომუნიკაცია, როგორც პარლამენტთან, ასევე საზოგადოებასთან.
- ფიქრობთ, რომ უნდა დადგეს გიორგი მღებრიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, არა მხოლოდ ბოლოს მომხდარი, არამედ წინა საქმეებისა და შეკითხვების გამო, რომელიც მინისტრის წინააღმდეგ დაგროვდა?
-კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებაში, ვიდრე არ იქნება რაიმე დასკვნა, წინასწარ საუბარი ვინმეს პასუხისმგებლობაზე, სწორი არ იქნება, თუმცა, თუკი ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ყველა თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება, ვინც რაღაცით არის დაკავშირებული ამ საქმესთან. რაც ეხება კონკრეტულად მინისტრის პასუხისმგებლობას, ძალიან ბევრი თემაა, რის გამოც შეიძლება ეს საკითხი იქნას დასმული.
-პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ნუცუბიძის ქუჩაზე დაღუპული მამაკაცის საქმე პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება. რა ბერკეტები აქვს პარლამენტს საიმისოდ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, რეალურად მოხდეს ამ საქმეში პარლამენტის ჩართულობა?
-პარლამენტს აქვს საკმარისი ბერკეტები იმისათვის, რომ არა მხოლოდ ყურადღება მიაქციოს, არამედ იყოს კიდეც ჩართული საკითხებში. ეს ბერკეტები არის ლეგიტიმური საგამოძიებო ფორმატი, დახურული ფორმატი, ბიუროს ფორმატი და ასეთი პრეცედენტები ძალიან ბევრი გვქონია წინა პერიოდში, როდესაც სხვადასხვა ტიპის მექანიზმით ხდებოდა ინფორმაციის მიღება და პარლამენტის ჩართულობა კონკრეტულ საქმეებში. საგამოძიებო კომისიის შექმნის გარდა, არაერთი საშუალება არსებობს და მისი გამოყენება აუცილებელია, თორემ მერე ასჯერ რომ დააყენებ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ძალიან ცვდება და არც ეს არის კარგი ფაქტი. პარლამენტს ბევრი საშუალება აქვს საკითხის გასარკვევად და ასევე შეუძლია დავალება მისცეს აღმასრულებელ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, დღეს პარლამენტის დიდი პრობლემაა, რომ აბსოლუტურად დომინირებულია აღმასრულებელი ხელისუფლება და გამონაკლისის გარდა, ჩვენ ვერ ვხედავთ მინისტრებს პარლამენტში. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა საპარლამენტო საქმიანობისთვის და ზოგადად იმ ქვეყნისთვის, როდესაც ცხადდება, რომ საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ და პარლამენტში პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ. პარლამენტში მინისტრი ვერ მოგვიყვანია და მგონია, რომ პირველ რიგში, ყურადღების მისაქცევი სწორედ ეს არის.