საუდის არაბეთში ქალებს სპორტულ შეჯიბრებებსა და სტადიონებზე დასწრების უფლებას მისცემენ

  12:03:31     30-10-2017

საუდის არაბეთში, მომავალი წლიდან, ქალებს სპორტულ შეჯიბრებებსა და სტადიონებზე დასწრების უფლებას მისცემენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ეს დაშვება ვრცელდება ერ-რიადის, ჯიდესა და დამამის სტადიონებზე. საუდის არაბეთის ქალებისთვის მეტი უფლებების მინიჭების ინიციატივას მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს.

ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საუდის არაბეთის ქალებისთვის, უფრო მეტი თავისუფლების მინიჭების შესახებ, რომლებიც მკაცრი გენდერული სეგრეგაციის წესების წინაშე დგანან.

26 სექტემბერს, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ. ეს ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს ოფიციალურად ეკრძალებათ მანქანის ტარება. თუმცა მეფის გადაწყვეტილება სრულ ლიბერალიზაციას მაინც არ ნიშნავს. ავტომობილების გამოყენებაზე ქალებს ძველებურად კაცების თანხმობა სჭირდებათ.