თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრემიერს მადლობას უხდის

  10:34:39     30-10-2017

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის. თურქეთის პრემიერი საქართველოს მთავრობის მეთაურს ტელეფონით ესაუბრა.

"გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ბინალი ილდირიმის განსაკუთრებულ წვლილს, ბოლო წლების განმავლობაში თურქეთის ტრანსპორტის სფეროს მოდერნიზებაში."- ნათქვამია ინფორმაციაში. 

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონია აზერბაიჯანში დღეს გაიმართება. ღონისძიებას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით დაესწრება საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი.