აქცია ბარსელონაში - პროტესტანტები მოთხოვენ შეჩერდეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პროცესი
09:58:37     30-10-2017
27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო 10. ორმა თავი შეიკავა.
დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს, ამის შემდეგ ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს, შესაბამისად რეგიონის ავტონომიის გაუქმებას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.
მანამდე კი ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ.მათი მოთხოვნაა, ესპანეთის ხელისუფლებამ, კანონის უზენაესობისა და ესპანეთის კონსტიტუციის დაცვით იმოქმედოს.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ- „კატალონია ესპანეთია“.
ათიათასობით მოქალაქე ესპანეთის სამეფოს სახელმწიფო დროშით ხელში კატალონიელებს მოუწოდებს, შეაჩერონ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პროცესი.პარალელურად, კატალონიის ავტონომიური მთავრობის მეთაურმა კარლეს პუიჩდემონმა შეხვედრა გამართა სხვადასხვა მსხვილი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.
9 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტში ცალმხრივად დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკანონიერად ცნო."მიმდინარე კრიზისის ფონზე კატალონიამ შესაძლოა ავტონომიის გაფართოებას მიაღწიოს"- ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ალფონსო დასტისმა კატალონიის დამოუკიდებლობა გამორიცხა. მისივე თქმით, კატალონიის მთავრობის მეთაურობიდან დათხოვნილ კარლეს პუჩდემონს დეკემბერში დაგეგმილ რეგიონულ არჩევნებში „თეორიულად“ მონაწილეობის მიღებაც შეუძლია, იმ შემთხვევაში, თუ "ის იმ დროისთვის უკვე ციხეში არ იქნება".
ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის პრეზიდენტის და ვიცეპრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ესპანეთის პრემიერმინისტრის მოადგილეს სორაია საენს დე სანტამარიოს დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.
აქციის მონაწილეებსი თქმით, ადგილობრივი მედია, ესპანეთის ერთიანობის მომხრეთა აქციებს არ აშუქებს.