იტალიაში ქართველი მამაკაცი ცოლის ცემის გამო დააკავეს

  23:00:55     28-10-2017

იტალიაში საქართველოს მოქალაქე მამაკაცი პოლიციამ დააკავა. 

იტალიური მედიის ცნობით, 39 წლის ქართველმა კაცმა საკუთარი ცოლი სასტიკად ცემა. 

ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მას დაზიანებები გულმკერდის არეში აღენიშნება. ინციდენტი იტალიაში, რომის გარეუბან ოსტიაში მოხდა. 
ქართველ წყვილს 13 წლის ვაჟი ჰყავთ. პოლიციელები ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოზარდმა დარეკა, რომ მისი მშობლები ჩხუბობდნენ და ის მათ გაშველებას ამაოდ ცდილობდა.
39 წლის მამაკაცი რეჯინას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.