ილია მეორე კალაძეს: ცოტა ხანია პოლიტიკაში ხართ, მაგრამ გონიერებით სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ

  17:47:10     27-10-2017

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კახა კალაძეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"გულითადად გილოცავთ ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. პოლიტიკურ სივრცეში მოღვაწეობა თქვენ დიდი ხანი არ არის, რაც დაიწყეთ, მაგრამ ენერგიულობით და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი  მოიპოვეთ,”- ნათქვამია მილოცვის წერილში.