ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი უკრაინაში არ შეუშვეს
16:47:47     27-10-2017
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი უკრაინაში არ შეუშვეს,
- ამის შესახებ ინფორმაციას"რუსთავი 2" ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, თენგო გოგოტიშვილს უკრაინელმა მესაზღვრეებმა კიევში ჩასვლის მიზნის ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.
"პოსტ სკრიპტუმის" ჯგუფი უკრაინის დედაქალქში, კვირის გადაცემისთვის, სიუჟეტის მოსამზადებლად მიემგზავრებოდა. თენგო გოგოტიშვილმა მესაზღვრეებს ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა, თუმცა მას ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარი უთხრეს", - წერს "რუსთავი 2".
გოგოტიშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, პასპორტში დეპორტის ბეჭედი ჩაურტყან.
„დიდი შანსია, რომ დეპორტაციის ბეჭედი ჩამირტყან პასპორტში, რაც, ბუნებრივია, არასასურველი განვითარება იქნებოდა მოვლენების. ოფიციალურ ახსნა-განმარტებას არავინ არ აკეთებს, რატომ ვარ აქ. თუმცა, ყველამ იცის, რომ ქართველებს, ბოლო დროს აქვთ პრობლემები უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა თენგო გოგოტიშვილმა.