ჰარვი ვაინშტეინმა საკუთარი კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

  13:35:13     27-10-2017

ჰოლივუდის ცნობილმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა საკუთარი კომპანიის  წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, საიდანაც ის სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდების გამო გააძევეს.

პროდიუსერს სურს გაარკვიოს, რამდენად სამართლიანი იყო მისი კომპანიიდან გათავისუფლება. ვაინშტეინს სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების ბრალდებას 50-ზე მეტი ქალი უყენებს. საქმეს ნიუ იორკის, ლოს ანჟელესისა და ლონდონის პოლიცია იძიებს.