"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სამაგიდო სიების გადმოცემას თხოვს

  13:33:22     27-10-2017

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სამაგიდო სიების გადმოცემას თხოვს, მიზეზად კი იმ ინფორმაციას ასახელებს, რომლის თანახმადაც ბევრ ადამიანს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ატვირთულ ოქმებში ჩანს, რომ ეს პირები საარჩევნო უბნებზე იყვნენ.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს ზემოთ ხსენელი შემთხვევის კონკრეტული მაგალითი -  ცაგერის რაიონის 21-ე სარჩევნო უბანი. აქ ოქმი ამბობს, რომ საარჩევნო სიაში 33 ადამიანია, მონაწილეობა  კი 31-მა მიიღო. თუმცა,  ჩვენ გვაქვს 10 ადამიანის სახელი, გვარი და ტელეფონი,  რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათი ნაწილი ან საქართველოში არ იმყოფება, ან შეუძლოდაა.
მაგალითად - ძმები თავზიანიძეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში არიან წლებია; ეკა უგრეხელიძე, რომელიც თურქეთშია; ქეთევან უგრეხელიძე, რომელიც ქუთისშია და მწოლიარე ავადმყოფია, ნარგიზი კუხალაშვილი  ხონში ცხოვრობს და მწოლიარე ავადმყოფია და ა.შ.
ესაა სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ მიერ მოყვანილი მაგალითი კი არჩევნების გაყალბების ილუსტრაცია“, - განაცხადა ხაბეიშილმა.