"წელს საშინელი წელიწადი მქონდა, კარტოფილის მოსავლის გარდა, ფაქტობრივად, არაფერი მოვიდა"
17:11:20     26-10-2017
წელს საშინელი წელიწადი მქონდა, კარტოფილის მოსავლის გარდა, ფაქტობრივად, არაფერი მოვიდა,ისიც ლუკაშენკომ მაჩუქა სათესლე მასალად, - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებთან შეხვედრისას საკუთარი ფერმერული გამოცდილების გაზიარებისას.
“პომიდორს რაღაც ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, ფაქტობრივად კაკალი მთლიანად გაოხრებულია. ჩემი ფინანსური და ოჯახის შემოსავალი ეს რომ ყოფილიყო, იქნებოდა აბსოლუტური კატასტროფა. არაფერი დამირღვევია, არც აგროვადები, არც მორწყვა არ დამიკლია, უბრალოდნ არ მოვიდა, მოუსავლიანი წელიწადი იყო", - განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.