დაკავების დროს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები პროკურატურაში იკითხებიან

  14:59:18     26-10-2017

ნუცუბიძის პლატოზე, დაკავების დროს გარდაცვლილი მამაკაცის დედა პროკურატურაში იკითხება.  პროკურატურაში იმყოფება ასევე, გარდაცვლილის მეუღლეც.

შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზეგამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით,განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.

"ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მომხდრიინციდენტისას გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახს ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს", - ამის შესახებ კი ინმფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საიას წარმომადგენლები მათი პოზიციის გასარკვევად გარდაცვლილის ოჯახში თავად იმყოფებოდნენ.