ალექსანდრე ქანთარია: "ქართულ ოცნებას" ფანატიკოსი ამომრჩეველი არ გვყავს
17:38:37     25-10-2017
მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა. თამაზ მეჭიაური გადაწყვეტილებით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები მე-20 უბანზე არ გაყალბებულა, გაყალბდა მხოლოდ საოლქოში, სადაც ბათილი ბიულეტენები ვარგის ბიულეტენებად სცნეს და ოთხი ხმა თამაზ მეჭიაურის კონკურენტს ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე განვითარებული პროცესების შეფასების მიზნით, "პრესა.ჯი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ალექსანდრე ქანთარიას ესაუბრა:
- "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის მიერ თამაზ მეჭიაურის წინააღმდეგ გაჟღერებულმა ბრალდებებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიების შედგენისას ადგილი ჰქონდა და აქვს ნეპოტიზმს, რასაც უარყოფენ თქვენი კოლეგები. არის თუ არა შესაძლებელი, რომ ეს საკითხი გახდეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განხილვის საგანი, იმის გათვალისწინებით რომ ზაქარია ქუცნაშვილი უმრავლესობის წევრია?
- ვფიქრობ, რომ ეს უფრო ლოკალური, ნათესაური, ან პიროვნული დაპირისპირება უნდა იყოს. არ მგონია, რომ ეს ის თემაა, რის გამოც „ქართული ოცნება“ შეიკრიბება და იმსჯელებს. ფაქტი ერთია, რომ მთლიან ფონზე, თიანეთში რაღაც გარკვეული სიმწვავე შეინიშნება.
გარედან მაყურებელი ადამიანი, რომ გაიგებს, ვიღაც ერთი ხმით იგებდა, მერე 3 ხმა აქეთ იყო დ ა.შ. ბუნებრივია, ეჭვები და კითხვები გაჩნდება. კონკურენტები რამდენად რაფირინებულად შეეცდებიან პრობლემის გარკვევას, ესეც ისევ საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. ფაქტი ერთია, რომ ეჭვები არ უნდა არსებობდეს. ვფიქრობ, რომ თიანეთში არჩევნების მეორე ტური იქნება. ალბათ, აპელაციაც იქნება. ყველა შემთხვევაში, გამოიკვეთა, რომ სასამართლო მართლა ხელშეუხებელი და დამოუკიდებელია, რაც ყველას გვინდა.
-თამაზ მეჭიაურმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არიან საღი ძალები, რომლებმაც აღიარეს თავისი შეცდომა და ღირსება გადაირჩინეს. ხომ არ არის საფიქრებელი, რომ მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო მმართველი გუნდის გარკვეულ პოლიტიკურ ნებასთან?
- თამაზ მეჭიაურის კონკურენტი „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, ბუნებრივია, ჩვენს კანდიდატს უჭერდა ყველა მხარს და ვინ ჩაერეოდა? ადრე თამაზ მეჭიაური იყო ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ რატომ და როგორ წავიდა, ყველამ კარგად ვიცით. არჩევნებში ყველა ისე იბრძოდა, როგორც თავად წარმოედგინა, ვიღაცას სიტყვები გაექცა და ეს ჩვენი განსასჯელი არ არის.
- იმის გათვალისწინებით, რომ თამაზ მეჭიაური წინა პარლამენტში სახელისუფლებო გუნდის წევრი იყო, რატომ გახდა თიანეთის რაიონი ყოფილი და ამჟამინდელი „ქართული ოცნების“ წევრების დაპირისპირების ადგილი?
-მე არ მაქვს თიანეთთან მჭიდრო კავშირი, მაგრამ გამოიკვეთა, რომ თამაზ მეჭიაური იქაური კაცია, წლების განმავლობაში მუშაობდა იქ, ზაქარია ქუცნაშვილიც იქაურია, ლელა ქიტესაშვილიც... ყველას თავისი მომხრე ჰყავს და ძველი გარკვეული ურთიერთობები დარჩენილია. არჩევნებში ყველა ცდილობდა ამ ურთიერთობების თავის სასარგებლოდ გამოყენებას. ადგილზე პროცესი როგორ მიდიოდა, მე არ ვიცი, რადაგან უფრო თბილისის არჩევნებით ვიყავი დაკავებული.
- თბილისის არჩევნების შედეგებით რამდენად კმაყოფილი ხართ?
-თბილისის არჩევნების შედეგებმა და ზოგადად, ამ არჩევნებმა გამოკვეთა, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა მაღალია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ფანატიკოსი ამომრჩეველი არ გვყავს, რომელიც ყველა შემთხვევაში ჩვენ მოგვცემს ხმას. გამოჩნდა, რომ ჩვენს მიმართ ნდობა მაღალია, მათ სჯერათ რომ ამ ეტაპზე სხვა ძალა არ არსებობს, რომელიც უკეთესად გადაჭრის მოსახლეობის პრობლემებს. ხალხი ჯადოსნურ ჯოხს არ ითხოვს და ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. რაც მეტ ხმას გაძლევენ, რა თქმა უნდა, მოთხოვნაც მეტი იქნება. კახა კალაძე არის ის პიროვნება, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავდა და ეს კარგად იგრძნო ამომრჩეველმა. მეორე გზავნილი არის, რომ პარტიების მიმართ ნდობა არის მინუმამდე დასული. მეორე ადგილზე გასული ალეკო ელისაშვილის 17% სწორედ ამას მოწმობს.