მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის ჩამორთმევის დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა

  17:25:54     25-10-2017

მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის ჩამორთმევის დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა. 

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სამართლებრივ დავას აპირებს.

„სასამართლოში დღეს ან ხვალ წავალ. როგორც იქნა, ჩვენ მივიღეთ დოკუმენტები პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოქალაქეობასთან დაკავშირებით და ჩვენ გავასაჩივრებთ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს,"- აღნიშნა სააკაშვილმა.

26 ივლისს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეობა შეუწყვიტა. სააკაშვილი, რომელმაც მანამდე საქართველოს მოქალაქეობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა, მოქალაქეობის არმქონე პირი, ანუ აპარტიდი გახდა.