ლელა ქიტესაშვილი: თამაზ მეჭიაურს სხვანაირად მართებდა თიანეთის მოსახლეობის წინაშე წარდგენა
14:43:35     25-10-2017
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება. სასამართლომ მისი მოთხოვნა დღეს დააკმაყოფილა. პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა მცხეთის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის მიკუთვნებული 5 ხმის გაბათილებას ითხოვდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, „პრესა. ჯი“ „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს ესაუბრა, არჩევნების შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა:
-გუშინ ტელეეთერის საშუალებით, ფართო საზოგადოებამ იხილა და მოისმინა ზაქარია ქუცნაშვილისა და თამაზ მეჭიაურის დებატები, რომელმაც ძალიან ნეგატიურად წარმოაჩინა ის დეტალები, რაც თქვენი და თამაზ მეჭიაურის საარჩევნო კონკურენციის უკან დგას. თქვენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა ამ დებატებმა?
-ჩემი აზრით, ადამიანს, როდესაც პრეტენზია აქვს ლიდერობასა და პოლიტიკოსობაზე, ალბათ, მეტი გაწონასწორებულობა და კორექტულობა მართებს. მიმაჩნია, რომ გუშინდელი შოუ არ იყო მოსახლეობასა და მითუმეტეს, ამომრჩეველ თიანელებზე გათვლილი, რადგან ისინი უფრო გონიერები, უკვე გაკეთებულის და მომავალში გასაკეთებელ საქმეებზე არიან ორიენტირებული ადამიანები არიან. ალბათ, თამაზ მეჭიაურს სხვანაირად მართებდა ამომრჩევლისა და თიანეთის მოსახლეობის წინაშე წარდგენა.
- უკვე ითქვა, რომ თქვენი წარმომადგენლები საარჩევნო პროცესში სრულად იყვნენ ჩართული, თუმცა ურთიერთბრალდებების ფონზე, ძნელი გასარჩევი გახდა იმ თავისუფალი ბიულეტენების თემა, რომლის მეშვეობითაც თქვენს სასარგებლოდ გამოცხადდა შედეგი. ამის გარდა, არსებობს ინფორმაციაც, რომ თქვენ საარჩევნო უბნებზე კანონი არაერთხელ დაარღვიეთ, იქ შესვლა-გასვლით... არის თუ არა, ეს სიმართლე?
-არჩევნების მიმდინარეობისას რეალურად გაწონასწორებული გარემო იყო. ჩემი შესვლა საარჩევნო უბანზე არ დაფიქსირებულა, რადგან წამიერად შევიხედე უბანზე, როცა იქ ამომრჩეველი არ იყო და ამაზე დაიწერა კიდეც გაფრთხილება, რასაც არჩევნებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. დღის განმავლობაში შემოსული მონაცემებით ზოგან ვიგებდი, ზოგან- ვაგებდი, თუმცა პრობლემურ უბნად იქცა მე-20 უბანი, სადაც ხმების დათვლა ყველაზე გვიან მოხდა. ჩვენ გვყავდა წარმომადგენლები შიგნით, ბოლო უბანს შესაძლო გადამწყვეტი გავლენის მოხდენა შეეძლო, შიგნითაც დაიძაბა სიტუაცია, გარეთაც მობილიზებული იყვნენ ჩემი და ჩემი ოპონენტის მომხრეები. უსაფრთხოების მიზნით, იქ იყო პოლიცია, რომელზეც შემდეგ ითქვა, რომ სპეცნაზი იყო, რაც სწორი არ არის. ჩემს მომხრეებს ვთხოვე, რომ იქაურობას გავცლოდით და შტაბში დავლოდებოდით შედეგებს. როცა შედეგი დაიდო, მოგვივიდა ინფორმაცია, რომ 24 ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა. სწორედ ამ რაოდენობამ გააჩინა ეჭვი, ამდენი ბიულეტენი რატომ უნდა გაბათილებულიყო. რადგან ამ დროს უბანი უკვე დახურული იყო, გადავწყვიტეთ საჩივარი შეგვეტანა პირდაპირ საოლქო უბანზე, რომ ბათილი ბიულეტენები გადათვლას საჭიროებდა. კომისიის თავმჯდომარემ წესის დაცვით მოიწვია კომისიის წევრები და განხილვას 13-იდან 11 წევრი ესწრებოდა.
-გუშინ სასამართლოზე ითქვა, რომ საჩივრის დაწერა და განხილვაც კანონის დარღვევით მოხდა...
- დალუქული კონვერტის ნამდვილობაში ეჭვი არავის შეუტანია, ისე გაიხსნა და ამოიღეს ყველა ბიულეტენი, საიდანაც 5 ბიულეტენში ცალსახად გამოხატული ნება აღმოჩნდა. იქ ვინც იყო, ეს ყველამ ნახა და მიიჩნიეს, რომ წესის და რიგის დაცვით გახსნილ კონვერტში იდო 5 ნამდვილი ბიულეტენი.
-როგორ ფიქრობთ, რა გზით და ვისი ინტერესით შეიძლებოდა ნამდვილი ბიულეტენები ამ კონვერტში მოხვედრილიყო?
- ვერ გეტყვით. საარჩევნო უბნიდან საოლქო კომისიამდე მანძილი 200 მეტრია. სასამართლოზე მოწმეები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობდნენ, მაგრამ დაბეჯითებით ვერავინ ვერაფერი თქვა. თუმცა, ყველამ ცალსახად დაადასტურა რომ გახსნილ კონვერტში 5 ბიულეტენი იყო.