"მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაძირალამ უნამუსობის ყველა ზღვარს გადააჭარბა, მე მაინც ყველას ბოდიშს გიხდით"

  11:44:00     25-10-2017

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური ბოდიშს იხდის. ამის შესახებ მეჭიაური სოციალურ ქსელში წერს.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაძირალამ უნამუსობის ყველა ზღვარს გადააჭარბა, ყველას ბოდიშს გიხდით პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებისთვის-ნერვები ვერ მოვთოკე...

p.s. წინასწარ არ ვიცოდი, რომ ამ შოუს მოწყობას აპირებდნენ,მიწვეული ვიყავი არჩევნების შედეგებზე სასაუბროდ, ოღონდ, არა ამ არსებასთან",- წერს მეჭიაური.

გუშინ, გადაცემა "არჩევენაში" თამაზ მეჭიაურმა ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთში არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.