მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში კარავში დასახლდა

  11:11:17     25-10-2017

მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში საპროტესტი აქციის მონაწილეებს შეუერთდა და კარავში დასახლდა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თან თბილი სამოსი აქვს და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

კარავთან, რომელშიც სააკაშვილი განთავსდა, დაცვა დგას, ისინი სააკაშვილთან არავის უშვებენ.გავრცელებული ინფორმაციით, კარავში სამუშაო თათბირები იმართება. კიევში, უმაღლესი რადას წინ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.შენობის წინ მომიტინგეებმა 60 კარავი გაშალეს. აქციის ფარგლებში რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც 11 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც ადმინისტრაციული ოქმების შედგენის შემდეგ გათავისუფლდნენ.