საბერძნეთში ჟურნალისტები გაიფიცნენ

  15:24:25     24-10-2017

საბერძნეთში მედიის წარმომადგენლები გაიფიცნენ. ქვეყნის წამყვანი პროფკავშირების განცხადებით, გაფიცვა 48 საათს გაგრძელდება.

მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ბეჭდური, ყოველდღიური გამოცემების, ასევე პერიოდული ელექტრონული გამოცემების წარმომადგენლები.

გაფიცვა ერთიანი ჟურნალისტიკის ორგანიზაცია EDOEAP-ის მხადარაჭერისთვის გადაწყვიტეს. ორგანიზაციის დახმარებით, მედიის წარმომადგნელები ღებულობენ დამატებით პენსიებს და სამედიცინო დახმარებას.

ჟურნალისტები დამატებითი სოციალური დაზღვევისა და დახმარების პროგრამის შენარჩუნებას მოითხოვენ. ორდღიანი გაფიცვის განმავლობაში ტელე და რადიო მაუწყებლობებში საინფორმაციო გამოშვება არ გავა.