კიევის განცხადებით, სააკაშვილი ძალადობრივ გადატრიალებას გეგმავს
15:23:16     24-10-2017
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი "ახალი ძალების მოძრაობის"თანამებრძოლებთან ერთად, ძალადობრივ გადატრიალებას აპირებს.
ლუცენკოს თქმით, ხელისუფლების გადაყენების მცდელობას უკრაინა აუცილებლად გაუმკალვდება. გარდა ამისა, გენპროკურომა აღნიშნა, რომ "დაგეგმილ გადატრიალებში მონაწილეობას მოქალაქეობის არმქონე გასტროლიორები ღებულობენ".
უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორობის დროს ქვეშემრდომებს, საქართველოს 20 მოქალაქეზე, უკრაინაში მუდმივი ცხოვრების ნებართვა გააფორმებინა. "დღეს ეს ადამიანები იარაღით იცავენ სააკაშვილს და თავიანთ ბანაკაში ძალადობრივ გადატრიალებას გეგმავენ", - აცხადებს ლუცენკო.
21 ოქტომბერს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი თანამებრძოლეები მიხეილ აბზიანიძე, დავით მაქიშვილი და გიორგი რუბაშვილი გაიტაცეს. პოლიტიკოსის თქმით, პოროშენკოს პირადი ბრძანებით ისინი აწამეს და საქართველოში გააგზავნეს.