რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ევროპას უფრო სჭირდება თურქეთი, ვიდრე თურქეთს ევროპა

  11:57:23     24-10-2017

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროპელ ლიდერებს უფრო რაციონალური მიდგომა უნდა ჰქონდეთ თურქეთისადმი.

ევროპელ ლიდერებს უფრო რაციონალური მიდგომა უნდა ჰქონდეთ. ქსენოფობიის წახალისება არავის მოუტანს სარგებელს. ისლამოფობიის ტალღაზე ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობები განწირულია. ევროპა თურქეთის გარეშე დაპირისპირებების ატმოსფეროში აღმოჩნდება“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე განცხადებით, ევროპას უფრო სჭირდება თურქეთი, ვიდრე თურქეთს ევროპა.
„თურქეთს კი არ სჭირდება ევროპა, არამედ ევროპას სჭირდება თურქეთი. ევროპაში ჯერ შეიძლება არ აღიარონ ეს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ევროპაში ქრონიკული პრობლემების წამალი თურქეთშია. პრობლემების აღმოფხვრის გზა ევროკავშირში თურქეთის სრულუფლებიან წევრობაშია“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.