თბილისის საკრებულოში ნიკა მელიას ნაცვლად, შესაძლოა, მარიკა დათუკიშვილი შევიდეს

  14:10:50     23-10-2017

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ხუთი მანდატი აიღო.

პარტიული სიის სათავეშია ნიკა მელია, რომელიც იმავდროულად, პარლამენტის წევრია. ამის გათვალისწინებით, თბილისის საკრებულოში ნიკა მელიას ნაცვლად, შესაძლოა, მარიკა დათუკიშვილი შევიდეს.

”ნაციონალურმა მოძრაობამ” მელია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა. იმ შემთხვევაში, თუ მელია საკრებულოში რიგით წევრად არ შევა და პარლამენტში დარჩება, მას სიით ადგილმონაცვლე მარიკა დათუკიშვილი შეცვლის.

ამასთან დაკავშირებით ”ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ დღეს გაირკვევა როგორც მერის მეორე ტურებში მონაწილეობის, ასევე მელიას საკრებულოში შესვლასთან დაკავშირებული საკითხი.