ანრი ოხანაშვილი: არჩევნები მშვიდ, კონკურენტულ, სამართლიან გარემოში ჩატარდა

  11:26:43     23-10-2017

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ, კონკურენტულ, სამართლიან გარემოში ჩატარდა.

გარდა ამისა, თვითმმართვერლობის არჩევნები, როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს.

ამ წუთებში უწყებათაშორისი კომისია არჩევნების შემდეგ პირველ სხდომას მართავს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ პრობლემურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.

„გვაქვს მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკვე გადავუგზავნეთ უწყებათაშორის კომისიას. ეს ეხებოდა წინასაარჩევნო დღეებში განსაკუთრებულად გააქტიურებულპლაკატების ჩამოხევას, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. ყველა არასამთავრობო, ეს იქნება ადგილობრივი თუ საერთაშორისო, აფიქსირებს იმას, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ, კონკურენტულ, სამართლიან გარემოში. თუ იქნება საუბარი იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო ერთეულ დარღვევებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დარღვევებთან დაკავშირებით გვექნება მყისიერი რეაგირება,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.