"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცესკოს მთავარი ოფისისკენ მიემართებიან

  12:57:40     21-10-2017

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცესკოს მთავარი ოფისისკენ მიემართებიან.

"ნაციონალები" თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ. ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ცესკო არ რეაგირებს დარღვევებზე. მისივე თქმით, თბილისში 100, რეგიონებში კი 200-ზე მეტი საჩივარი დაიწერა.

დარღვევებზე განცხადება დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმაც გააკეთა. 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.