რუსთავის მე-16 და მე-17 საარჩევნო უბნების შენობებზე განთავსებულ ვიდეოკამერებს პოლიეთინელის პარკები ააკრეს
12:29:36     21-10-2017
რუსთავში, კერძოდ კი, პირველი ოლქის მე-16 და მე-17 საარჩევნო უბნების შენობებზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერები „გააუქმეს“. ეს საარჩევნო უბნები სკოლებშია განთავსებული.
[I=2]შესაბამისად, სკოლის შენობებზე დამონტაჟებული ვიდეო კამერებისათვის პოლიეთინელის პარკების აკვრის გადაწყვეტილება დირექტორმა მიიღო.
სკოლის დირექტორი ნაირა ქურუხნიშვილი, ნომერ მე-16 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ხათუნა ურუშაძე და ნომერ მე-17 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ინგა იმნაძე ირწმუნებიან რომ 2017 წლის 21 ოქტომბერს, დილის 7 საათზე, ვიდეო-კამერები დაზიანდა და თავისით გამოირთო.