ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მერობის კანდიდატი პროვიკაციებს არ გამორიცხავს

  10:36:29     21-10-2017

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლევან კონჯარიამ ხმა მე-17 საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც მან განაცხადა, ამ უბანზე დაძაბული სიტუაცია იყო.

„ბანერები და ჩვენი პლაკატები დაზიანდა, მაგრამ მაინც მყარად ვდგავართ და იმედი მაქვს ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს. მოსახლეობამ უნდა აირჩიოს სწორი მომავალი. პროვოკაციები გამორიცხული არ არის, მაგრამ მყარად ვდგავართ,"- განაცხადა ლევან კონჯარიამ.

ზუგდიდის მერობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: "ქართული ოცნებიდან" ლაშა გოგია, "ევროპული საქართველოდან" ლელა ქებურია, "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან კონჯარია, "პატრიოტთა ალიანსიდან" გოგიტა ბიგვავა, "ვაშაძე - ახალი საქართველოდან" გიზო სტურუა და დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა.

ზუგდიდის ყველა საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა. 107-ივე უბანზე გახსნასთან დაკავშირებით შეფერხება არ ყოფილა, თუმცა ზოგან კომისიის წევრთა რაოდენობა აკლდა. ხმის მიცემა კი ზუსტად 08:00 საათიდან დაიწყო.