„უპრეცედენტო ზეწოლით და გაყალბებით მიმდინარეობს არჩევნები თბილისის ყველა უბანზე“

  10:23:04     21-10-2017

„უპრეცედენტო ზეწოლით და გაყალბებით მიმდინარეობს არჩევნები თბილისის ყველა უბანზე, გამონაკლისის გარეშე, ქართული ოცნების დამკვირვებლები უბანზე მოსული ყველა ამომრჩევლის სამაგიდო სიის ნომერს იწერენ.

ეს არის დარღვევა, ხდება ამომრჩევლის იდენთიფიცირება და დარღვეულია პერსონალური მონაცემების დაცულობა, დროულად შეაჩერეთ ეს მარაზმი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაყალბების ფლაგმანი იქნებით“, - წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი, საკრებულოს დეპუტატი, მარიკა დათუკიშვილი.