რომელ ქალაქებშია მეორე ტური მოსალოდნელი?
19:43:39     20-10-2017
21 ოქტომბრის არჩევნებში, ყველაზე დიდი ინტრიგა 4 თვითმმართველ ქალაქშია, რომელთაგან უმთავრესი თბილისია.
წინასაარჩევნო გამოკითხვებისა და ზოგადი განწყობების გათვალისწინებით, დედაქალაქში, დიდი ალბათობით, მეორე ტური გაიმართება.
შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს ქუთაისში, ბათუმში, მარნეულსა და გორშიც.
თბილისი
[I=2]თბილისში, ძირითადად 4 მნიშვნელოვანი კანდიდატია. კახი კალაძე (ქართული ოცნება), ზალიკო უდუმაშვილი (ნაციონალური მოძრაობა), ალექსანდრე ელისაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) და ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).
თუ IRI-ის ბოლო კვლევას დავეყრდნობით, მეორე ტური, შესაძლოა, სახელისუფლებო კანდიდატს, კახი კალაძესა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ზალიკო უდუმაშვილს შორის ჩატარდეს.
ქუთაისი
[I=3]საქართველოს ერთერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქში, სადაც ამჟამად პარლამენტის ძირითადი შენობა მდებარეობს, საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს მთავარი ოპოზიციური ძალის კანდიდატს, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს.
ზოგადად, ვაშაძე არაოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველშიც პოზიტიურ ადამიანად აღიქმება, რაშიც შესაძლოა, მისი განათლება, იუმორი და მეუღლე, ნინო ანანიაშვილიც იყოს „დამნაშავე“.
გორი
[I=4]გორში არც თუ ხელწამოსაკრავია ახლადშექმნილი შენების მოძრაობის კანდიდატი. საერთოდ, გორი წინააღმდეგობრივი და ცოტა არაპროგნოზირებადი ქალაქია.
იქ, დღემდე „მყარად დგანან“ როგორც ტირანი სტალინის მეხოტბეები, ისე მაგალითად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერები.
თუმცა, როგორც ჩანს, პოზიციებს იმყარებს დავით უსუფაშვილის შენების მოძრაობაც, რომლის რეიტინგი, ხვალვე გაიზომება.
მარნეული
[I=5]მარნეულში ძლიერი კანდიდატი ჰყავს ევროპულ საქართველოს. აჰმედ იმამკულიევი მარნეულელ ამომრჩეველში პოპულარობით, ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს.
მან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები „კინაღამ მოიგო“.
რას იზამს ახლა და ვის აირჩევს მარნეული, მალე გამოჩნდება.
ამ ოთხი ძირითადი ქალაქიდან, მეორე ტურის გამართვას ბათუმშიც ვარაუდობენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეტ-ნაკლებად მიახლოვებული შედეგები, საღამოს 8 საათისა და ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.