ნატოს ხომალდები ლიბიის სანაპიროებთან
10:48:36     18-05-2011
ნატოს რამდენიმე სამხედრო ხომალდმა ქალაქ მისურატის დასავლეთი ნაწილი დაცხრილა. ლიბიელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც მოწინააღმდეგის ერთი გემის დაზარალება შეძლეს. თუმცა, ამ ინფორმაციას ნატოს ხელმძღვანელობა მთლიანად გამოგონილს უწოდებს.
ლიბიის სანაპიროსთან ნატოს დაახლოებით 20 გემი პატრულირებს, რომელიც პერიოდულად ქალაქს ზღვიდან ბომბავს. ლიბიელმა ამბოხებულებმა 11 მაისს მისურატის აეროპორტის აღების შესახებ განაცხადეს, მაგრამ პორტი კვლავ კადაფის ძალების ხელში რჩება. გასულ კვირას, მისურატის დასავლეთით, ამბოხებულებსა და სახელისუფლო ძალებს შორის შეტაკებები გაიმართა.
წუხელ, ნატოს ავიაციამ ტრიპოლიზე იერიში კიდევ მიიტანა. „ბიბისის“ ინფორმაციით, რამდენიმე სახელისუფლო შენობა, მათ შორის, კადაფის რეზიდენცია დაიბომბა.