გიგა ბოკერია: პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო მოძალადეები არ უნდა რჩებოდნენ ხოლმე დაუსჯელები
12:41:57     20-10-2017
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყიზილაჯლოში გუშინ მომხდარი ფაქტის სწრაფად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა უნდა მოხდეს.
"ჩვენ არ გვაქვს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც საჯაროდ ცნობილია მედიისა და საზოგადოებისთვის. თუმცა ზოგადად, ეს ტენდენცია ბოლო წლებია მიდის, როდესაც ქვეყანაში მატულობს კრიმინალი და ძალადობა და ეს არის სერიოზული პრობლემა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, აღნიშნულ ინციდენთან დაკავშირებით მას არ აქვს ინფორმაცია, მომხდარი დაუკავშიროს პოლიტიკას, თუ - არა.
"როგორც გავიგე, მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენლემა უკვე რაღაც პოლიტიკური განცხადება გააკეთა. ამ შემთხვევაში სწრაფად მოხდეს დაკავება, ვინც ეჭვმიტანილია ამ ძალიან მძიმე დანაშაულში. ზოგადად, თავი რომ დავანებოთ ღრმა დისკუსიას, როგორი უნდა იყოს კრიმინალის წინააღმდეგ პოლიტიკა, აქ არსებობს მარტივი რამ - ძალადობრივ ფაქტებზე უნდა ხდებოდეს რეაგირება და პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო მოძალადეები არ უნდა რჩებოდნენ ხოლმე დაუსჯელები. ეს არის ფუნდამენტი პრობლემის და ორგანიზებული დანაშაულის სამყარო და კრიმინალები არ შეიძლება იყვნენ საზოგადოებრივი მოკავშირეები ხელისუფლების. ამას ზოგადად ვამბობ. ეს არის პრობლემა ბოლო წლებია. ამას არ ვამბობ მარნეულის შემთხვევაზე, ამას მინდა ხაზი გავუსვა. აქ არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე. ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია და უბრალოდ სწრაფად უნდა იყვნენ დასჯილები, ვინც ეს ჩაიდინა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.