მიხეილ ჯანელიძე ყიზილაჯლოს ინციდენტზე: ვერსიებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის
11:12:40     20-10-2017
„ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების პროცესს და ვიდრე არ გვეცოდინება შედეგები, გარკვეული სპეკულაციები და ვერსიებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყიზილაჯლოს ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.
„მინდა, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო დაჭრილებს. მათი მკურნალობის პროცესი კონტროლქვეშაა, ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ორივე საავადმყოფოში. ასევე, მიმდინარეობს აქტიურად გამოძიების პროცესი. შს მინისტრმა გააკეთა უკვე განცხადება, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების პროცესს და ვიდრე არ გვეცოდინება შედეგები, გარკვეული სპეკულაციებზე და ვერსიებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის შეფასებით, საარჩევნო პროცესი ყველა სხვა რეგიონში, ქალაქში მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში, ძალიან ღია და თავისუფალ გარემოში.
„საარჩევნო პროცესი შეფასებულია ასევე საერთაშორისო მონიტორების მიერ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში მისცენ ხმა და გააკეთონ არჩევანი“, - განაცხადა მინისტრმა.