ზესტაფონის საბავშვო ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა, მათგან 11 ბავშვია

  10:39:30     20-10-2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა, მათგან 11 ბავშვია. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი ტორტია, რომელიც ჯგუფში მშობელმა მიიტანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს მკვეთრი ინტოქსიკაცია, მრავალჯერადი ღებინება და ზოგადი სისუსტე ჰქონდათ. შედარებით რთული იყო ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ზესტაფონის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საბავშო ბაღში საკვების შეტანა აკრძალულია და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.