სოლოლაკში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
09:28:58     20-10-2017
თბილისში, სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩაზე, გვიან ღამითახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უსწრებდა. მამაკაცს დაზიანებები ხელისა და მუცლის არეში აქვს. მათივე თქმით, შემთხვევის შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა, დაშავებული კი მისმა მეგობარმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.