მორიგ ასწლოვან ხეს ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში სამეგრელოდან გადარგავენ
18:24:28     19-10-2017
მორიგ ასწლოვან ხეს ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში სამეგრელოდან, კერძოდ სოფელ ინგირიდან გადარგავენ.
ინგირში, ჭეჟიების ოჯახში საუკუნოვანი მუხის გარშემო ფუნდამენტი უკვე ამოღებულია, და გიგანტურ მცენარეს უახლოეს მომავალში საავტომობილო პლატფორმაზე გადაიტანენ. ინგირიდან შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიურ პარკამდე დაახლოებით 90 კილომეტრის საავტომობილო გზაა, თუმცა უცნობია, ხეს ხმელეთით წაიღებენ თუ საზღვაო ბარჟით.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გიგანტურ ხეებს ყოფილი პრემიერის ეზოში გადასარგავად სამეგრელოს კიდევ რამდენიმე სოფელში ამზადებენ. კორესპონდენტის ინფორმაციით, სამუშაოების მწარმოებელმა პირებმა გადატანის სამუშაოების გადაღების დროს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ასევე ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი სოფელ ინგირში 20 დღის წინ იმყოფებოდა, რა დროსაც მოხდა ხის მეპატრონესთან შეთანხმება. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ხეს სავარაუდოდ,შეკვეთილში გადაიტანენ.